პროექტები

ჩემი  პროექტები


პროექტი -"საქართველო და ევროპა, რეალობა და გამოწვევები"
                                                   დეკემბერი, 2017

სწავლების უმთავრესი დანიშნულებაა ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში, სხვა დისციპლინებსა თუ ყოფა-ცხოვრებაში.  მონაცემთა ანალიზის და სტატისტიკის ელემენტების  პროექტით სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული მათემატიკური და ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენება-დაუფლების კუთხით. 
პროექტის იდეა წამოვიდა მასწავლებლის სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგ-პროგრამის „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ გაცნობის შემდეგ. გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის შემერჩია აქტუალური, ყოფითი და  საინტერესო თემა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება  დღეს საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს  ამ ხელშეკრულებით საშუალება ეძლევა,   განვითარდეს ყველა მიმართულებით,  დაუახლოვდეს ევროსდანდარტებს, შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს ეკონომიკა, ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის სივრცით,  დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, მიიღოს გამოცდილება განათლების კუთხით, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად გავითრებას. ევროკავშირი ამ მიზნით საქართველოს სთავაზობს საკუთხრ გამოცდილებას, კომპეტენტურ რჩევებს და ფინანსურ უზრუნველყოფას, თავის მხრივ საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარეობს რეფორმები ყველა სფეროში.
რეალურად საზოგადოება ინფორმაციულ შიმშილს განიცდის,  თუ რა ფაზაშია ჩვენი ქვეყანა, ჯერჯერობით ყველასთვის გასაგები არ არის, ამიტომ საინტერესოა მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, დაამუშაონ და წარმოადგინონ სტატისტიკურად სფეროების მიხედვით.    1) მოიძიონ და დააკვირდნენ დინამიკაში წლების მიხედვით, თუ არის რაიმე წინსვლა, მოხდა თუ არა სასიკეთო ცვლილებები   და 2) შეადარონ და გააანალიზონ  განსხვავებაა ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებს და საქართველოს შორის.

მოსწავლეებმა წყვილებში დაამუშავეს სხვადასხვა მიმართულებები: ეკოლოგია    ეკონომიკა







პროექტი: "როგორ მოვიდა პი რიცხვი ჩვენამდე"
                                             მარტი, 2018

ახალი მათემატიკური ცნებების შესწავლისას სასურველია მოსწავლემ გაიაზროს მისი მნიშვნელობა, გაიცნოს ის გარემოებები, რამაც თავის დროზე ხელი შეუწყო გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის კანონზომიერებების აღმოჩენას. წრეწირის სიგრძესა და მის დიამეტრთან კავშირი ჯერ კიდევ ჩევნს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი. მათ ფარდობას, როგორც მუდმივ რიცხვს, წარმატებით იყენებდნენ იმდროინდელ წრეწირთან დაკავშირებულ გამოთვლებში, და ვიყენებთ დღესაც პი  რიცხვის სახით. მათემატიკის განვითარებასთან ერთად  უფრო დაზუსტდა მისი მნიშვნელობა და გამოყენების არეალი. ყოველწლიურად, 14 მარტს აღნიშნავენ  რიცხვის დაბადების დღეს. აღნიშნული თარიღისათვის გადავწყვიტე პარალელურ 6ა და 6გ  კლასის მოსწავლეებთან ერთად წრისა და წრეწირის შესწავლისას პი რიცხვზე პროექტის განხორციელება.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა წრისა და წრეწირის შესახებ გაიფართოვონ ცოდნა, მოიძიონ  რიცხვთან დაკავშირებული ისტორიული ცნობები, თავად პრაქტიკული სამუშაოებით მიიღონ  რიცხვის მიახლოებული მნიშვნელობები, გამოიყენონ მიღებული ცოდნა კონკრეტული ამოცანების ამოხსნისას.
მისაღწევი შედეგები: პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს:
·         აღნიშნული თემატიკის გარშემო მოსწავლეთა  ცოდნის დონის ამაღლებას და ინფორმაციის  ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას.
  •    დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარებას;
  •   პრეზენტაციის  მომზადების და წარდენის უნარ-ჩვევების განვითარებას;
  •  კვლევა-ძიების უნარის განვითარებას;
  •  შემოქმედებით აზროვნებას.


პროექტის ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბამისად, ორივე კლასმა მონდომებით იშრომა, ჯგუფებში თავად გადაინაწილეს ფუნქციები შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინებით. პრეზენტაციის მოსამზადებლად დაასახელეს სამი აქტიური მოსწავლე,  რიცხვის მნიშვნელობის დამახსოვრება თითოეული კლასიდან თითო მოსწავლემ ითავა, მთელი კლასი ცდილობდა დაესწავლა წრეწირის სიგრძის და წრის ფარობის გამოსათვლელი ფორმულები, რათა პრეზენტაციის დღეს არ დაეშვათ შეცდომები. ხალისით დაგეგმეს  რიცხვს  დაბადების დღის  მილოცვის ორიგინალური გაფორმება და დეტალები. 

















No comments:

Post a Comment