ჩემი კვლევა

როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკული კვლევა



ჩემი კვლევა


კვლევის თემა: მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება და მასთან დაკავშირებული პრობლემები მათემატიკაში




ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების დასმა და მათი მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების ძიება. ამ მხრივ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მოსწავლეთა შეფასება. ზოგადი დაკვირვება და კვლევები მოწმობს, რომ მასწავლებლებს უჭირთ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება. ძირითად სირთულეს წარმოადგენს  შეფასების მიზანმიმართულად წარმართვა. ცხრილის, რუბრიკის გამოყენებით მოსწავლის მიღწევის ობიქტური, გამჭვირვალე ასახვა. პრაქტიკულად, საგაკვეთილო პროცესში ამ კომპონენტს მასწავლებლები მცირე დროს უთმობენ და ხშირად ირღვევა შეფასების მთავარი არსი - სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება.
პრობლემის აღწერა
ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებით და თვითშეფასებით ვგრძნობდი, რომ სასწავლო პროცესში შეფასების კომპონენტს არ ვიყენებდი სრულფასოვნად, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეებს ძირითადად ვაფასებდი დამოუკიდებელი და შემაჯამებელი წერებით, ხოლო ყოველდღიურად მიჭირდა მათი გადამოწმება. საშინაო დავალებაში ნიშანს ვუწერდი მხოლოდ კარგ ნამუშევარს, სხვებს კი ველოდებოდი ვიდრე არ მიაღწევდნენ მაღალ შედეგებს, დაბალი ნიშნის წერას მოსწავლეები ცუდად აღიქვამენ და მეც მაქსიმალურად ვერიდებოდი. ვცდილობდი, განმავითრებელი შეფასებებით შემოვფარგლულიყავი, ასევე გაკვეთილის მსვლელობისას მთელი ყურადღება სწავლებაზე მქონდა გადატანილი, ცოდნის გადაცემასა და განმტკიცება-გამოყენებაზე. მიუხედევად იმისა, რომ ყოველდღიურად ვახდენდი უკვე ნასწავლი მასალის გამოკითხვას, მოსწავლეთა შეფასებას საგაკვეთილო პროცესში მცირე დროს ვუთმობდი, ან  საერთოდ ვერ ვახერხებდი. 

ამიტომ გადავწყვიტე ეს თემა უფრო ფართოდ შემესწავლა, მომეძიებინა პრაქტიკული გზები, რაც გარკვეულწილად გადაჭრიდა არსებულ პრობლემას, გააუმჯობესებდა ჩემს პედაგოგიურ უნარებს  და სხვა მასწავლებლებსაც ხელს შეუწყობდა პროფესიულ ზრდაში.
კვლევის ანგარიში  


          გამოკითხვები:









          


                          ფოკუს - ჯგუფი კათედრის მასწავლებლებთან


        






                                   კვლევის ანგარიშის წარდგენა კათედრაზე
     მასწავლებელთა უკუკავშირი

















ძვირფასო მკითხველო,

გთხოვთ დატოვოთ თქვენი კომენტარი კვლევასთნ დაკავშირებით!














1 comment: