რესურსები

           გთავაზობთ შესანიშნავ ელექტრონულ საგანმანათლებლო მათემატიკურ საიტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის მრავალფეროვნად წარმართვაში:

IXL-ის  სრულყოფილი, მოქნილი, ეფექტური სისტემა საშუალებას მოგცემთ ამუშაოთ მოსწავლეები დამოუკიდებლად ნებისმიერ თემაზე. საიტი მოიცავს დავალებებეს სკოლამდელი ასაკიდან მე-12 კლასის ჩათვლით პრე-კალკულუსამდე ყველა თემატიკას. ამოცანები თანდათან რთულდება, რაც ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას. არასწორი პასუხის შემთხვევაში პროგრამა უჩვენებს ამოხსნის სწორ გზას. მოსწავლის წარმატებები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. სამუშაო ენა ინგლისურია, მაგრამ მცირეოდენი ტერმინოლოგიური მითითებაც საკმარისია, დავალების შინაარსის გაგებისთვის. თუმცა უმჯობესია თავად სცადოთ და დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში www.ixl.com

Image result for ixl.comImage result for ixl.com

ფუნქციებს გადიხართ და გსურთ მოსწავლეებმა სიზუსტით ააგონ გრაფიკები, დააკვირდნენ პარამეტრის ცვლილება როგორ აისახება გრაფიკზე, ან გეომეტრიული ამოცანებისთვის გამოიყენოთ შესაბამისი ნახაზები  სიბრტყეზე, სივრცეში? ამისათვის, ასევე ვექტორების შესასწავლად, ფიგურების გეომეტრიული გარდაქმნის დასანახად და სხვა მრავალი ფუნქციური დანიშნულებისთვის შესანიშნავია მათემატიკური ელექტრონული პროგრამა:  GeoGebra

Image result for GeogebraImage result for Geogebra

ინტერაქტიული ელექტრონული რესურსები ქართულ ენაზე. ასევე მათი შექმნის შესაძლებლობა გეძლევათ შემდეგ საიტზე: learningapps.org

Image result for learningappsImage result for learningapps    



თემატურად დალაგებული მოკლე ვიდეო-გაკვეთილები შეგიძლიათ იხილოთ და გამოიყენოთ kodala.ge





მათემატიკური საგანმანათლებლო საიტი-ხანის აკადემია, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ვიდეო-გაკვეთილები სხვადასხვა თემებზე , ივარჯიშოთ და  გაიუმჯობესოთ მათემატიკური უნარები. ხანის აკადემია


Image result for xanis akademiaImage result for khanis akademia







გავლილი მასალის გასამტკიცებლად ან შესამოწმებლად შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ მზა ელექტრონული სავარჯიშოები ნებისმიერ თემაზე ე.წ. "worksheets". ასეთი სავარჯიშო ფურცლები მოსახერხებელია, შესაძლებელია მათი გამოყენება ბეჭდური, ან ელექტრონული ფორმით, გადაგზავნა, მაგალითად-საშინაო დავალებისთვის ან სხვა. თავისუფალი გამოყენებისთვის შეგიძლიათ მოძებნოთ საძიებო სიტყვით "free worksheets", ან გამოიყენოთ მითითებული საიტები:   

          Pre- Algebra 

Image result for videogakveTilebi maTematikaSi, maTematika            Free Algebra 1 Worksheets 
       
           Free Algebra 2 Worksheets 

           Free Geometry Worksheets

           free worksheet
   
           worksheets 


1 comment: