საშაბათო
მეცადინეობების მიზანია: მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებიდან
გამომდინარე სასწავლო-შემეცნებითი მეთოდებით ხელი შეუწყოს მათემატიკის
სწავლა-სწავლების ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესებას დაწყებით კლასებში.
სამიზნე
ჯგუფი: დაწყებითი-მე-5, მე-6 კლასები
საშაბათო
სკოლის მეცადინეობების ხანგრძლივობა: 1,5 ასტრონომიული საათი, ყოველ შაბათს, ორი სემესტრის განმავლობაში .
გასავლელი
საკითხების პროგრამა:
1.
ნატურალური რიცხვები.
2.
გაყოფადობის თვისებები.
3.
რიცხვების ჯერადები და გამყოფები.
4.
რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე.
5.
სიმრავლეთა თეორია.
6.
მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებები.
7.
ამოცანები წილადებზე.
8.
ლოგიკური ამოცანები.
9.
ამოცანების ამოხსნა ვენის დიაგრამით.
10.
ამოცანების ამოხსნა უკუსვლით.
11.
ნაშთიანი გაყოფა.
12.
ნაშთთა თეორია.
13.
განტოლება.
14.
ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით.
15.
რიცხვითი მიმდევრობები.
16.
ამოცანები დიოფანტური განტოლების შედგებით.
17.
ამოცანების ამოხსნა ცხრილის გამოყენებით.
18.
დიაგრამები.
19.
გეომეტრიული ფიგურები.ამოცანების ამოხსნა.
20.
სივრცული გეომეტრიული ფიგურები .ამოცანები
მათზე.
" მათემატიკის სამყაროში"- გამომცემლობა: ინტელექტი.
შეფასება:
განმავითარებელი.
2017-2018 სასწავლო წელი
საშაბათო სკოლა მეოთხე წელია ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში. წელს ვუძღვები მე-6 კლასელთა ჯგუფს. ჩვენი მუშაობა საინტერესო და სახალისოა, გამოყენებული გვაქვს მრავალმხრივი მეთოდები, აქტიურად ვიყენებთ ელექტრონულ რესურსებს, ჩევნი კათედრის მიერ შედგენილ ლოგიკურ ამოცანათა კრებულს: "მათემატიკის სამყაროში". მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონდათ ჯგუფური მუშაობები და შეჯიბრებები. ვიქტორინები:
მაისში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა მათემატიკის ვიქტორინა მე-5, მე-6 , მე-7 კლასებში. თითოეული კლასიდან წარდგენილი ექვსეული ეჯიბრებოდა თანატოლებს. ძალთა თანასწორობის პირობებში გამოვლინდა გამარჯვებული კლასები
ჩვენი წარმატებები:
ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მათემატიკურ ოლიმპიადებში: "ევერესტი", "კინგსი", "სმარტი", "გახდი ოლიმპიელია" და სხვა. წრეზე მიღებული ცოდნა ეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ყოველწლიურად გვყავს ფინალისტები. წელსაც თავი გამოიჩინეს მეექვსეკლასელებმა.
No comments:
Post a Comment