ეს საინტერესოა


გამონათქვამები მათემატიკაზე



«არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა კიყველა მეცნიერების» კარლ გაუსი


«მათემატიკა არის ანბანი, რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო» — ნოვალისი

«მათემატიკას თუნდაც იმიტომ უნდა შესწავლა, რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს» — მიხეილ ლომონოსოვი

«თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ დიდ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაეუფლოთ მათემატიკას!…» — მიხეილ კალინინი

«ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება» — გალილეი გალილეო

«მათემატიკა გონების მუსიკაა» — უცნობი ავტორი

«მათემატიკა არის რიცხვების გრამატიკა» — ლობერგერი

«მათემატიკა არის ბუნების საიდუმლოებებში შეღწევის უმთავრესი იარაღი» — ილია ვეკუა

«მათემატიკა თაგვის ხაფანგია, ვინც ერთხელ ამ ხაფანგში ამოყოფს თავს იშვიათად თუ იპოვის გამოსასვლელს, რომელიც მას უკანვე მიიყვანს თავის წინა მათემატიკურ მდგომარეობაში» — ეგმონტ ფონ კოლერუსი





მათემატიკის მოყვარულთათვის

ლექცია თემაზე:მათემატიკის გამოყენებანი თორნიკე ქადაგიშვილი

ლექცია თემაზე: რა კავშირშია მათემატიკა და არქიტექტურა, მათემატიკა და მშვენიერება

                          როგორ ჟღერს პი რიცხვი



მასწავლებლის ათი მცნება

მე-20 საუკუნის ნობელიანტმა ქალმა გაბრიელა მისტრალმა (ჩილელი მწერალიდაგვიტოვა მასწავლებლის 10 მცნება (ესპანურიდან თარგმანი მანანა გიგინეიშვილისა), გამორჩეული პრიორიტეტების განსაზღვრითა და სწავლის პროცესის სიღრმისეული განცდითამაზე უკეთესი რა უნდა უსურვო ან სთხოვო მასწავლებელს

1.   გიყვარდეს მთელი გულითა და სულითთუ სიყვარული არ შეგიძლიანუ ასწავლი ბავშვებს.
2.  ასწავლე სადადუბრალოდისერომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3.  გაიმეორეროგორც ბუნება იმეორებსვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4.  ასწავლე ისერომ გახსოვდეს მშვენიერებარადგან იგი დედაა ყოველივესი.
5.  იყავი გულანთებულილამპრები რომ აანთოცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6.  სული შთაჰბერე გაკვეთილსყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე სულის ამაღლებაზერომ გასცეუნდა გქონდეს.
8. გახსოვდესშენი პროფესია ხელობა კი არა, – ღვთისმსახურებაა.
9. ყოველ დღეგაკვეთილის დაწყებამდესაკუთარ სულში ჩაიხედეწმინდა თუ  გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზერომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

No comments:

Post a Comment